სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს დაპირისპირების თარიღი ჩაინიშნა
3 დღის წინ
რაგბი
1 წთ
ზაფხულში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დიდი გამოცდა ელის. 19 ივლისს, სამხრეთ აფრიკა ქალაქ ნელსპრუიტში გვიმასპინძლებს.
თამაში ლეგენდარულ მბომბელას სტადიონზე გაიმართება, რომელიც 42 000 მაყურებელს იტევს. საქართველო და სამხრეთ აფრიკა, აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი დაპირისპირება 2003 წელს შედგა და 46:19 დავმარცხდით, მეორედ კი აფრიკელებმა პრეტორიაში 40:9 მოგვიგეს.
სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და საერთოდ, მათ მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ (4) აქვთ მოგებული.