Belive

სავეა, დუპონი, ეთზებეტი - ვინ გახდება წლის საუკეთესო მორაგბე?!

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასი დასკვნით ფაზაშია შესული - 27 ოქტომბერს, მესამე ადგილისთვის ინგლისი არგენტინას დაუპირისპირდება, ხოლო 28 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონის ვინაობის დასადგენად, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება გაიმართება.

მსოფლიო რაგბიმ წლის საუკეთესო მორაგბის ტიტულისთვის მებრძოლი ოთხეული დაასახელა. რჩეულთა შორის ირლანდიელი, ფრანგი, ზელანდიელი და სამხრეთ აფრიკელი მორაგბეები მოხვდნენ.

4 ნომინანტი

  1. ბანდი აკი (ირლანდია)

  2. ანტუან დუპონი (საფრანგეთი)

  3. არდი სავეა (ახალი ზელანდია)

  4. ებენ ეთზებეტი (სამხრეთ აფრიკა)

ასევე ცნობილია იმ 4 მორაგბის ვინაობა, რომლებიც წლის აღმოჩენის წოდებაზე არიან ნომინირებული. ამ შემთხვევაშიც, საუკეთესო ოთხეულში ფრანგი, სამხრეთ აფრიკელი და ახალზელანდიელი მორაგბეები გვხვდებიან.

4 ნომინანტი

  1. ლუის ბილ-ბიარი (საფრანგეთი)

  2. მენი ლიბოკი (სამხრეთ აფრიკა)

  3. მარკ ტელეა (ახალი ზელანდია)

  4. ტამაიტი უილიამსი (ახალი ზელანდია)

სხვა სტატიები