ბანდი აკი ირლანდიის 2023 წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა
8 თვის წინ
რაგბი
1 წთ
ირლანდიელმა სარაგბო ჟურნალისტებმა გასული წელი შეაჯამეს და 2023 წლის საუკეთესო მორაგბე გამოავლინეს. ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, 2023 წლის საუკეთესო მორაგბედ "კონახტისა" და ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრი - ბანდი აკი დასახელდა.
სანაკრებო და საკლუბო დონეზე აკის ფენომენალური სეზონი ჰქონდა, თუმცა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რაგბის მსოფლიო თასი, სადაც 33 წლის მორაგბემ ბრწყინვალედ იასპარეზა.
Bundee Aki and Nichola Fryday have been named Guinness Rugby Writers of Ireland Men's and Women's XVs Players of The Year ⬇️#IrishRugby
— Irish Rugby (@IrishRugby) January 10, 2024