დავით ნინიაშვილი Daily Mail-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების და "ლიონის" სუპერვარსკვლავი, დავით ნინიაშვილი, Daily Mail-ის მიერ შედგენილ, 2024 წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველი 15 ნომრის პოზიციაზე იკავებს ადგილს, აღსანიშნავია, რომ გუნდში არ არიან ინგლისელი, უელსელი და ავსტრალიელი მოთამაშეები.
უნივერსალური ტალანტი, რომელიც ევროპულ საკლუბო რაგბში გამორჩეულია და სისწრაფის, ფეხით თამაშის, ფინიშინგის, დარტყმისა და მებრძოლი სულის გამო, საქართველოს დიდ საფრთხედ აქცევს. ფულბექის პოზიციაზე ნინიაშვილი დამიან ვილემსეს, უგო კინანსა და ტომ ვრაითს ვამჯობინეთ - ვკითხულობთ Daily Mail-ის სტატიაში
My team of the year is packed with Boks, a couple of Scots and even one Georgian... but there's no space for an Englishman after a disastrous 2024, writes CHRIS FOY https://t.co/yLv2qhJuUX pic.twitter.com/iRUKrE1rBF
— Daily Mail Online (@MailOnline) December 30, 2024
2024 წლის სიმბლური გუნდი ასე გამოიყურება:
1. ოქს ნჩე (სამხ.აფრიკა)
2. დენ შეანი (ირლანდია)
3. ტომას დუ ტოი (სამხ.აფრიკა)
4. ებენ ეთზებეტი (სამხ.აფრიკა)
5. ტად ბირნი (ირლანდია)
6. ვოლეს სიტიტი (ზელანდია)
7. პიტერ სტეფ დუ ტოი (სამხ.აფრიკა)
8. ხუან მარტინ გონსალესი (არგენტინა)
9. ანტუან დუპონი (საფრანგეთი)
10. ფინ რასელი (შოტლანდია)
11. დუან ვან დერ მერვე (შოტლანდია)
12. ჯოშუა ტუისოვა (ფიჯი)
13. ტომასო მენონჩელო (იტალია)
14. უილ ჯორდანი (ზელანდია)
15. დავით ნინიაშვილი (საქართველო)