საქართველოსა და იტალიის სარაგბო ნაკრებების მატჩი ოფიციალურად ჩაინიშნა
1 თვის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ნოემბრის ტესტებზე იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს პრინციპული დაპირისპირება 17 ნოემბერს გაიმართება. აღნიშნული შეხვედრა გენუაში, "სტადიო ლუიჯი ფერარისზე" გაიმართება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს მოედანი საფეხბურთო კლუბ "ჯენოასა" და "სამპდორიას" საშინაო მოედანია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ტესტ მატჩი საქართველოსა და იტალიას შორის ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. "ბორჯღალოსნებმა" იტალიას 3 ლელო გაუტანეს, თედო აბჟანდაძემ და გელა აფრასიძემ მონაგარი კარში დარტყმებით გაზარდეს და მოწინაღმდეგეს 28:19 სძლიეს.