Belive

დებიუტი ეროვნულ ნაკრებში - ბორჯღალოსნების ძირითადი შემადგენლობა აშშ-ს წინააღმდეგ

4 კვირის წინ რაგბი
1 წთ

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტ-მატჩებს ბათუმში ამერიკელი არწივების წინააღმდეგ გასამართი მატჩით გახსნიან. 8 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები აშშ-ს დაუპირისპირდება.

2025 წლის დასკვნითი ტესტ-მატჩების პირველი დაპირისპირებისთვის, რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნების შემადგენლობა დაასახელა. ქოქრილის რჩეულთა შორის მოხვდა, ბურჯი დავით აბდუშელიშვილი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნება

ბორჯღალოსნების რაზმი

შერკინება: 1. დ. აბდუშელიშვილი, 2. ი. ქვათაძე, 3. ბ. გიგაშვილი, 4. მ.ბაბუნაშვილი, 5. ლ. ჩაჩანიძე, 6. ლ. ივანიშვილი, 7. ბ. საღინაძე, 8. ბ. გორგაძე (C).

ხაზი: 9. ვ. ლობჟანიძე, 10. თ. აბჟანდაძე, 11. გ. შველიძე, 12. თ. კახოიძე, 13. გ. კვესელაძე, 14. ა. ტაბუცაძე, 15. დ. ნინიაშვილი.

მარქაფა: 16. ვ. კარკაძე, 17. გ. თეთრაშვილი, 18. ლ. ჯაფარიძე, 19. დ. ეფრემიძე, 20. ი. სპანდერაშვილი, 21. გ. აფრასიძე, 22. ლ. მატკავა, 23. დ. თაფლაძე.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტებზე 3 დაპირისპირებას გამართავს. 8 და 15 ნოემბერს, ბორჯღალოსნები აშშ-სა და კანადას შეერკინებიან - ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება. მთავარი შეხვედრა კი 22 ნოემბერს, თბილისში, იაპონიის წინააღმდეგ შედგება.

სხვა სტატიები