Belive

საქართველოსა და ირლანდიის მატჩის გამართვის ზუსტი დრო და ადგილი ცნობილია

4 დღის წინ რაგბი
1 წთ

2025 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩებზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიას უმასპინძლებს. საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბორჯღალოსნებისა" და "სამყურების" დაპირისპირება 5 ივლისს, 19:00 საათზე, "მიხეილ მესხის სტადიონზე" გაიმართება.

საქართველოს ირლანდიასთან სულ 5-ჯერ უთამაშია და 5-ვე შემთხვევაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ნაკრებებს შორის ბოლო მატჩი 2020 წლის ნოემბერში, დუბლინში გაიმართა და ირლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 23:10 დასრულდა.

მსოფლიო რაგბის რეიტინგში საქართველო მე-11 ადგილს იკავებს, ირლანდია კი მესამეა.

სხვა სტატიები