Belive

რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და საქართველოს შესახებ ისაუბრა

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა, მის ყოფილ მორაგბესთან, ბენ ჰერინგსთან პოდკასტში ბორჯღალოსნებისა და საქართველოს შესახებ ესაუბრა,

"ვფიქრობ, ქართველები პირდაპირი და ძალიან შრომისმოყვარეები არიან. ქართველებს არ აინტერესებთ, თუ რა გააკეთე წარსულში - მნიშვნელობა არ აქვს წვრთნიდი მსოფლიოს საუკეთესო თხუთმეტეულს, თუ რაგბის მსოფლიო თასი ოცჯერ მოიგე. მათთვის მთავარია იცოდნენ, რომ კარგი ადამიანი ხარ, თავდაუზოგავად შრომობ და მათთან მუშაობისას პატივისცემას ავლენ.

მათ არ აღელვებთ, თუ რას ეტყვი რაგბის შესახებ - მთავარია პატივისცემა. პირველი რამ, რაც ქართველებთან მუშაობისას ვისწავლე არის ის, რომ მთავარია მათი პატივისცემა როგორც ადამიანმა მოიპოვო, მხოლოდ ამის შემდეგ მოგისმენენ, თუ რას ესაუბრები რაგბის შესახებ.

სიყვარული, რომელსაც ქართველი მოთამაშეები ვარჯიშებზე ერთმანეთის მიმართ ავლენენ, მანამდე არსად მიგრძვნია. ქართველებს უყვართ ერთმანეთი, მათი ერთმანეთისადმი ერთგულება წარმოუდგენელია.

საქართველო ძალიან ამაყი ქვეყანაა, რომელსაც უდიდესი ისტორია გააჩნია. ქვეყანა, რომელიც ათასწლეულებია არსებობს. ქართველები, ყოველთვის დამპყრობლებისგან იცავდნენ თავს და არასდროს მომხდარა საპირისპიროდ. ეს არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იცავდა თავს და თუ დააკვირდები, ეს ბორჯღალოსნების თამაშსა და მათ მენტალიტეტში ჩანს. შენც გინახავს, როგორ იბრძვიან ისინი საქართველოს კვართით - გააკეთებენ თავგანწირულ ბოჭვას, მოედანზე დაანთებენ ცეცხლს და არ დაიხევენ უკან. ქართველებს უყვართ რაგბი. აქვთ გასაოცარი სამზარეულო და ღვინო. თბილისი ულამაზესი ქალაქია და საქართველო გამორჩეული ქვეყანაა. შესაძლოა მზიანი დღით ტკბებოდე, 2 საათის შემდეგ კი სათხილამურო კურორტზე წახვიდე, ან შავი ზღვა მოინახულო" - რიჩარდ ქოქრილი

სხვა სტატიები