Belive

ნოემბრის ტესტები | საქართველოს შემადგენლობა კანადის წინააღმდეგ ცნობილია

3 კვირის წინ რაგბი
2 წთ

ბორჯღალოსნებმა ნოემბრის ტესტ-მატჩები ბათუმში ამერიკელი არწივების წინააღმდეგ მატჩით დაიწყეს და რიგით მეორე დაპირისპირებასაც ბათუმში გამართავენ. 15 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კანადას დაუპირისპირდება და მორიგი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

2025 წლის დასკვნითი ტესტ-მატჩების მეორე შეხვედრისთვის, რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნების შემადგენლობა დაასახელა. ინგლისელმა სპეციალისტმა შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განახორციელა - ბორჯღალოსნებს ის მოთამაშეებიც შეუერთდნენ, რომლებსაც პირველ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ბორჯღალოსნების რაზმი

შერკინება: 1. დ. აბდუშელიშვილი, 2. ვ. კარკაძე, 3. ი. აფციაური, 4. მ.ბაბუნაშვილი, 5. ლ. ჩაჩანიძე, 6. ი. სპანდერაშვილი, 7. ბ. საღინაძე, 8. ბ. გორგაძე (C).

ხაზი: 9. ვ. ლობჟანიძე, 10. თ. აბჟანდაძე, 11. დ. თაფლაძე, 12. გ. შველიძე, 13. გ. კვესელაძე, 14. შ. აფციაური, 15. დ. ნინიაშვილი.

მარქაფა: 16. ი. ქვათაძე, 17. გ. თეთრაშვილი, 18. ბ. გიგაშვილი, 19. გ. ჯავახია, 20. ლ. ივანიშვილი, 21. თ. ჯალაღონია, 22. გ. აფრასიძე, 23. ლ. მატკავა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტებზე 3 დაპირისპირებას გამართავს და სამივე მატჩის მოგება ესაჭიროება, რათა მსოფლიო რაგბის რეიტინგში საუკეთესო თორმეტეულში შეინარჩუნოს ადგილი. ტოპ 12-ში დარჩენა ნიშნავს, რომ 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის წილისყრაზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მეორე კალათში იქნება განთესილი და ტურნირზე გაცილებით იოლ ჯგუფში მოხვდება.

ბორჯღალოსნების მატჩები განრიგი

8 ნოემბერი | ბათუმი | საქართველო 43:30 აშშ

15 ნოემბერი | ბათუმი | საქართველო Vs. კანადა

22 ნოემბერი | თბილისი | საქართველო Vs. იაპონია

სხვა სტატიები