Belive

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

1 დღის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ჩვენი გუნდი ესპანეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში მეტოქე 29:0 დაამარცხა, ლელოები ალექსანდრე თოდუამ, აკაკი ტაბუცაძემ, მიხეილ ბაბუნაშვილმა, გელა აფრასიძემ და თორნიკე კახოიძემ დადეს.

მეორე ტაიმში გიორგი მამაიაშვილის და გიორგი კვესელაძის ლელოებით ჩვენმა ნაკრებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, მეორე ნახევრის ანგარიში 14:5 დაფიქსირდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ 8-ჯერ რაგბი ევროპის ჩემპიონია და მომდევნო ჩემპიონობისთვის ესპანეთს, თბილისში დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნები აღნიშნულ ტიტულს სულ 16-ჯერ ფლობენ.

სხვა სტატიები