Belive

ნოემბრის ტესტები | საქართველოს შემადგენლობა იაპონიის წინააღმდეგ ცნობილია

2 კვირის წინ რაგბი
2 წთ

ბორჯღალოსნებმა ნოემბრის ტესტ-მატჩები ბათუმში გამართული 2 მატჩის (აშშ, კანადა) დაიწყეს და თბილისში პრინციპული დაპირისპირებით დაასრულებენ. 22 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

2025 წლის ტესტ-მატჩების დასკვნითი შეხვედრისთვის, რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნების შემადგენლობა დაასახელა. ინგლისელმა სპეციალისტმა შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განახორციელა - ბორჯღალოსნებს ის მოთამაშეებიც შეუერთდნენ, რომლებსაც პირველ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ბორჯღალოსნების რაზმი

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. თორნიკე ჯალაღონია, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე (C).

ხაზი: 9. ვ. ლობჟანიძე, 10. თ. აბჟანდაძე, 11. დ. თაფლაძე, 12. თ. კახოიძე, 13. გ. კვესელაძე, 14. ა. ტაბუცაძე, 15. დ. ნინიაშვილი.

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. ლუკა ივანიშვილი, 21. სანდრო მამამთავრიშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლუკა მატკავა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტებზე 3 დაპირისპირებას გამართავს და სამივე მატჩის მოგება ესაჭიროება, რათა მსოფლიო რაგბის რეიტინგში საუკეთესო თორმეტეულში შეინარჩუნოს ადგილი. ტოპ 12-ში დარჩენა ნიშნავს, რომ 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის წილისყრაზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მეორე კალათში იქნება განთესილი და ტურნირზე გაცილებით იოლ ჯგუფში მოხვდება.

ბორჯღალოსნების მატჩები განრიგი

8 ნოემბერი | ბათუმი | საქართველო 43:30 აშშ

15 ნოემბერი | ბათუმი | საქართველო 38:17 კანადა

22 ნოემბერი | თბილისი | საქართველო Vs. იაპონია

სხვა სტატიები