საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონთან არ ითამაშებს
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთ აფრიკის ნაკრები მომავალი წლის ტესტ მატჩებში, საქართველოს ნაცვლად, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონების სავარაუდო მოოწინააღმდეგეებს შორის ქართველებიც იყვენენ, თუმცა ეს სიახლე არ დადასტურდა.
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, რომ 20 ივლისს, საქართველოს ნაცვლად, რაგბი ევროპის ჩემპიონშიპის კიდევ ერთ წარმომადგენელს, პორტუგალიას უმასპინძლებს.
სამხრეთ აფრიკის განრიგი, ოფოციალურად:
შაბათი, 6 ივლისი: ირლანდია (პრეტორიაში)
შაბათი, 13 ივლისი: ირლანდია (დურბანში)
შაბათი, 20 ივლისი: პორტუგალია (TBC არენაზე)
შაბათი, 31 აგვისტო: ახალი ზელანდია (იოჰანესბურგი)
შაბათი, 7 სექტემბერი: ახალი ზელანდია (კეიპტაუნი)
შაბათი, 28 სექტემბერი: არგენტინა (ნელსპრუიტი)
Mouthwatering #Springboks home Test schedule for 2024 revealed - more here: https://t.co/dwWl8QmwLN 💥#StrongerTogether pic.twitter.com/mQpvSD6jzf
— Springboks (@Springboks) December 8, 2023