Belive

მსოფლიოს ორი საუკეთესო ნაკრების დაპირისპირებას ქართველი არბიტრი გაუძღვება

11 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

30-წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება განახლდა - ახალი ზელანდია "The Greatest Rivalry Tour"-ის ფარგლებში სამხრეთ აფრიკას ეწვევა, სადაც 5 მატჩს გამართავს.

მსოფლიო რაგბის იერარქიაში მუდამ უმაღლეს მწვერვალზე მყოფი ორი ნაკრების დაპირისპირება, რა თქმა უნდა, უდიდეს ინტერესს ატარებს, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის ტიტანების შერკინება იმითაცაა გამორჩეული, რომ მასზე ნიკა ამაშუკელი იმუშავებს.

მთლიანობაში, ნიკა ამაშუკელი ოლ ბლექსის სამხრეთ აფრიკული ტურნეს ფარგლებში 5 მატჩზე იმუშავებს, სადაც 2 შეხვედრაში მთავარი მსაჯი იქნება, 3 დაპირისპირებაში კი კიდის არბიტრად გაირჯება.

ნიკა ამაშუკელის მატჩები

  • 15 აგვისტო | ბულსი - ახალი ზელანდია | მთავარი მსაჯი

  • 22 აგვისტო | სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია | კიდის არბიტრი

  • 25 აგვისტო | ლაიონსი - ახალი ზელანდია | კიდის არბიტრი

  • 29 აგვისტო | სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია | მთავარი მსაჯი

  • 5 სექტემბერი | სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია | კიდის არბიტრი