საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
6 დღის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა და ესპანეთის ნაკრები 32:62 დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და 1/2-ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
ჩვენმა ნაკრებმა პირველი ტაიმი 13:34 მოიგო, ხოლო მეორე ტაიმში მეტოქეს 19:28 სძლია. მატჩში ილია სპანდერაშვილმა, ვასკა ლობჟანიძემ, ვანო კარკაძემ, ლუკა ჯაფარიძემ და ირაკლი ქვათაძემ თითო-თითო ლელო დადეს, აკაკი ტაბუცაძემ 2, დავით ნინიაშვილმა კი 3 ლელოს დადება მოახერხა.