Belive

34 ბორჯღალოსანი იაპონიისთვის და ავსტრალიისთვის დაირაზმა

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

ფიჯისთან ბათუმში გამართული მატჩის (12:21) შემდეგ, ბორჯღალოსნები იაპონიაში ჩავიდნენ, სადაც 13 ივლისს სენდაიში, საქართველოს დროით 14 საათზე „იურტეკ სთედიუმზე“ „საკურებს“ ერკინებიან.

მეორე დღეს, 14 ივლისს ჩვენი გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება და 20 ივლისს სიდნეიში, ჩვენი დროით 09:45 საათზე, „ალიანს სთედიუმზე“ „ვოლაბებთან“ მსოფლიო თასს მიღმა პირველად ითამაშებს.

რიჩარდ კოკერილის გაფართოებულ რაზმში 34 მორაგბეა – 20 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშე. ფიჯისთან მხრის ტრავმა მიიღო ილია სპანდერაშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა მის ნაცვლად იოანე იაშაღაშვილს უხმო, რომელიც ბორჯღალოსნების შეკრებაზე ორჯერ იყო გამოძახებული, თუმცა მისი კვართით ჯერ არ უთამაშია.

იაშაღაშვილის გარდა გუნდში კიდევ 6 პოტენციური დებიუტანტია: ბურჯები ლუკა გოგინავა და გიორგი ძმანაშვილი, მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე, ცენტრი გიორგი შველიძე და ფრთები – შალვა აფციაური და ამირან შვანგირაძე.

შვანგირაძე ერთადერთი მორაგბეა, რომელიც ბორჯღალოსნებში დიდი 10-დან, კერძოდ ქვეყნის ჩემპიონ ქუთაისის ‘აიადან’ მოხვდა. 12 მოთამაშითაა წარმოდგენილი ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, 21 კი ლეგიონერია.

გაფართოებული შემადგენლობა:

Georgian Rugby

სხვა სტატიები