Belive

მოგება ბრძოლაში | საქართველომ ამერიკა დაამარცხა

3 კვირის წინ რაგბი
1 წთ

ბათუმში, შემოდგომის სერიის პირველ ტესტ მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ამერიკის შეერთებულ შტატებს უმასპინძლა და 43:30 დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბული გამოვიდა და ამერიკელებმა 'ბრჭყალები' პირველივე წუთებიდან გამოაჩინეს. უკვე მესამე წუთზე საქართველო (7:0) იგებდა, ლელო ირაკლი ქვათაძემ პირველივე აგორებული მოლიდან დადო, თუმცა ამერიკელებმა მე-20 წუთამდე 3 ლელოთი და ყველა გარდასახვით გვიპასუხეს - ამ მომენტში სტუმრები 7:21-ს გვიგებდნენ.

ბორჯღალოსნებმა თამაშის დალაგება მალევე მოახერხეს, გიორგი კვესელაძის ლელოების დუბლით და ბექა გორგაძის ერთი ლელოთი (თედო აბჟანდაძემ ოთხივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა) საქართველოს ნაკრებმა, პირველი ტაიმი, 26:24 მოიგო.

მეორე ნახევარში თავი გაცილებით უკეთ დავიცავით და მეტოქისგან მხოლოდ 6 ქულა მივიღეთ (არეკნი და ჯარიმა), ლელოები კი ჯაფარიძემა და აფრასიძემ დადეს.

შემოდგომის ტესტ მატჩები ჯერ კანადასთან (15 ნოემბერს, ბათუმში) მატჩით გაგრძელდება, ბოლოს კი (22 ნოემბერი, თბილისი) იაპონიას ვეთამაშებით.

სხვა სტატიები