Belive

აკაკი ტაბუცაძეს წლის საუკეთესო ლელოს ავტორობამდე 1 ნაბიჯი აშორებს

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

World Rugby-მ აკაკი ტაბუცაძის ლელო ავსტრალიასთან საუკეთესოთა შორის წარადგინა. ქართველი გარემარბის დადებული ლელო წლის საუკეთესო ლელოს სტატუსისთვის იბრძოლებს.

გამარჯვებულის ვინაობა ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება, რომელიც ამ ბმულზეა შესაძლებელი და ამჟამინდელი მონაცემების თანახმად, აკა ტაბუცაძე ხმათა 41%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე ნოლან ლე გარეკი (საფრანგეთი) იმყოფება, რომელსაც გულშემატკივართა 39%-მა მისცა ხმა.

გულშემატკივრებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუციათ ხმა, შევახსენებთ, რომ ხმის მიცემა 20 ნოემბერს, 20:00 საათზე სრულდება.

"ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფრთამ იტალიის წინააღმდეგ, რიგით მე-40 სანაკრებო ლელო გაიტანა, რაც ასევე ბრწყინვალე შედეგია. 40 სანაკრებო ლელოს გასატანად, ტაბუცაძეს მხოლოდ 43 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

სხვა სტატიები