საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი თამაშობს რაგბს?!
რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 3 დღით ადრე, Rugby Inside Line-მ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა. მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციის (World Rugby) ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ტაბლოიდმა რეიტინგი გამოაქვეყნა, თუ რომელი ქვეყნის მოსახლეობის, რა პროცენტული რაოდენობა თამაშობს რაგბს.
Rugby Inside Line-ს რეიტინგის სათავეში ფიჯი აღმოჩნდა, რომლის მოსახლეობის 10.8% რაგბს თამაშობს. მეორე ადგილს სამოა იკავებს, რომლის მოსახლეობის 3.7% თამაშობს რაგბს, ხოლო მესამე ადგილზე ინგლისი აღმოჩნდა (3.44%). აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოც მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, რაგბს საქართველოს მოსახლეობის 0.22% თამაშობს.
🏆 THE MOST RUGBY MAD NATIONS 🏆
— RugbyInsideLine (@RugbyInsideLine) September 5, 2023
Over 10% of people in Fiji play rugby according to data from the World Rugby annual report.
Samoa and Tonga are also up there in 2nd and 4th.
England have very high participation figures compared to other Six Nations rivals. pic.twitter.com/98Lq7gqIuU
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პირველ ხუთეულში ოკეანეთის ქვეყნები მოხვდა - ფიჯი, სამოა, ტონგა და ახალი ზელანდია. ეს არის ის ქვეყნები, რომლის მოსახლეობის ყველაზე მეტი პროცენტული რაოდენობა თამაშობს რაგბს. ბოლო ადგილს, რუმინეთი იკავებს, რომლის მოსახლეობის მხოლოდ 0.05% თამაშობს სპორტის ამ სახეობას.
შეგახსენებთ, რაგბის მსოფლიო თასზე, ბორჯღალოსნები C-ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებენ.