საქართველო Vs. ახალი ზელანდია XV | ისტორიული მატჩის მასპინძელი სტადიონი ცნობილია
2 თვის წინ
რაგბი
1 წთ
2024 წლის შემოდგომის ტესტების პირველ ოფიციალურ მატჩს, ბორჯღალოსნები საფრანგეთში გამართავენ. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, 10 ნოემბერს, მონპელიეში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ახალი ზელანდია XV-ის დაპირისპირება შედგება.
საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიული მატჩი მონპელიეს "GGL Stadium"-ზე (ყოფილი "Altrad Stadium") გაიმართება.