Belive

"მთავარი მოგება იყო და ეს შევძელით" - იტალიელი მორაგბე

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

შემოდგომის ტესტ-მატჩების რიგით მეორე დაპირისპირებაში, "ბორჯღალოსნები" იტალიასთან დამარცხდნენ. გენუაში გამართული დრამატული მატჩი, "აძურის" გამარჯვებით, 20:17 დასრულდა.

იტალიელი მეორეხაზელი, ნიკოლო ქანონე აღნიშნავს, რომ საქართველოსთან მატჩში მთავარი გამარჯვება იყო, რასაც იტალიელებმა მიაღწიეს.

ნათელი იყო, რომ ქართველები პროვოკაციებს შეეცდებოდნენ. მცირედ დაპირისპირებაშიც კი, თითქმის მთელი გუნდი ერთვებოდა და სიტუაცია მწვავდებოდა. ამისთვის მზად ვიყავით და წინასწარვე ვიცოდით, რომ სიმშვიდე უნდა შეგვენარჩუნებინა. საქართველოსთან მატჩში მთავარი მოგება იყო და ჩვენ ეს შევძელით.

შეიძლება არც ისე დამაჯერებლად ვითამაშეთ და საკმაოდ რთული მატჩი გამოგვივიდა, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. 10-ბალიანი სისტემით, "ბორჯღალოსნებთან" მატჩს 7 ქულით შევაფასებ.
- ნიკოლო ქანონე.

შგახსენებთ, შემოდგომის ტესტ-მატჩების დასკვნით მატჩს "ბორჯღალოსნები" ტონგას წინააღმდეგ გამართავენ. დაპირისპირება 24 ნოემბერს, 18:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" გაიმართება.

სხვა სტატიები