საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ ცნობილია
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.
რაგბი ევროპის მე-17, ზედიზედ მე-8 ტიტულს საქართველო 16 მარტს, 16:00 საათზე შეუტევს. თბილისის „მიხეილ მესხზე“ ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთი იქნება, რომელსაც წელს ჯგუფურ ეტაპზე უკვე ვეთამაშეთ და ერთი თვის წინ მადრიდში 62:32 დავამარცხეთ.
ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი ("ორიაკი"), 14. აკაკი ტაბუცაძე ("შავი ლომი"), 13. გიორგი შველიძე ("ბრივი"), 12. თორნიკე კახოიძე ("შავი ლომი"), 11. სანდრო თოდუა ("შავი ლომი"), 10. დავით ნინიაშვილი ("ლიონი"), 9. ვასილ ლობჟანიძე ("ოიონა");
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე ("მონპელიე"), 2. ვანო კარკაძე ("მონპელიე"), 3. ლუკა ჯაფარიძე ("მონპელიე"), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი ("შავი ლომი"), 5. ლადო ჩაჩანიძე ("შავი ლომი"), 6. ლუკა ივანიშვილი ("შავი ლომი"), 7. ბექა საღინაძე ("ლიონი", კაპ.), 8. ბექა გორგაძე ("პო").
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე ("შავი ლომი"), 17. გიორგი ახალაძე ("კლერმონი"), 18. ირაკლი აფციაური ("ლიონი"), 19. გურამ ღანიაშვილი ("შავი ლომი"), 20. თორნიკე ჯალაღონია ("პროვანსი"); 21. გელა აფრასიძე ("პერპინიანი"), 22. ლუკა ცირეკიძე ("შავი ლომი"), 23. გიორგი კვესელაძე ("გრენობლი").
საქართველოს ესპანეთის წინააღმდეგ ისტორიაში 26-ჯერ უთამაშია და მათგან 22-ში გამარჯვება მოიპოვა, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ 3 შეხვედრა დათმო, ბოლო 2012 წელს. ესპანეთთან საქართველოში გამართული ყველა თამაში ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, 2013 წლიდან დღემდე კი, ჩვენმა გუნდმა „ლომები“ ზედიზედ 14-ჯერ დაამარცხა.