ახლახანს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა განაცხადა, რომ 13 მარტიდან 15 აპრილამდე გასამართი ყველა ღონისძიება გადაიდო.
შესაბამისად, 14 მარტს თბილისში, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის დაგეგმილი შეხვედრა აღარ ჩატარდება.
კორონავირუსის გამო ვერ გაიმართება U20 (22-28 მარტი) და U18 ევროპის ჩემპიონატები (12-18 აპრილი). ასევე, განვითარების თასის შეხვედრა სერბეთსა და ჩეხეთს შორის.