ზაფხულის შთამბეჭდავი ტესტ-მატჩების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიას დაუპირისპირდება, კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გავრცელდა.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, შემოდგომის ტესტ-მატჩებზე, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს შეერკინება. "ლე ბლესა" და "ბორჯღალოსნების" დაპირისპირება, 14 ნოემბერს, ბორდოში "შარბან დელმასზე" გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას, საფრანგეთის რაგბის კავშირი ადასტურებს.