რაგბი ევროპა | საქართველომ შესაძლოა აუტების ახალი მეფე იპოვა
ნახევარფინალური მატჩების წინ, რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე, ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს. ტურნირის ორგანიზატორებმა საქართველოდან ორი მორაგბე - ილია სპანდერაშვილი და მიხეილ ბაბუნაშვილი გამოარჩიეს და მათ თამაშს მაღალი შეფასება მისცეს.
ილია სპანდერაშვილი: ის ორჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. უპირატესობის ხაზში, ბურთის ართმევაში, ბოჭვებსა და ბურთის წაღებებში, ქართველმა ფორვარდმა უდიდესი გავლენა იქონია. სპანდერაშვილი ბრწყინვალე სეზონს ატარებს.
მიხეილ ბაბუნაშვილი: ამ მეორეხაზელის სახით საქართველომ შესაძლოა აუტების ახალი მეფე იპოვა. მიხეილ ბაბუნაშვილის ჰაერში დომინირება შთამბეჭდავი იყო და მან სამჯერ შეძლო მეტოქისთვის ბურთის ართმევა. მისი მოედანზე ყოფნა, მხოლოდ ერთ ასპექტში არ ჩანდა და ორი ლელოს გატანაც შეძლო.
შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალურ მატჩში, ბორჯღალოსნები რუმინეთს დაუპირისპირდებიან. პრინციპული მატჩი, 2 მარტს, 16:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" გაიმართება.