Belive

საღინაძის ლელო და დამარცხებული ლიდერი

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
საფრანგეთის ტოპ-14-ის მე-7 ტურის შეხვედრაში, "ლიონი" "ტულუზას" დაუპირისპირდა. ლიონში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 25:19 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ განვლილ 6 ტურში "ტულუზამ" 6 გამარჯვება მოიპოვა. არაერთი მიმომხილველის აზრით, "ლიონი" "ტულუზას" დაპირისპირებაში, ფავორიტის სტატუსით დაუმარცხებლად მოასპარეზე სტუმრები სარგებლობდნენ - თუმცა "ლიონმა" მედგარ ბრძოლაში გაიმარჯვა. "ლიონის" გამარჯვებაში ლომის წვლილი ბექა საღინაძემ დაიდო, რომელმაც მე-15 წუთზე, მასპინძელთა მრავალფაზიანი შეტევა ბრწყინვალე ლელოთი დააგვირგვინა. კიდევ ერთი ქართველი, დავით ნინიაშვილი "ლიონის" მარქაფაში იმყოფებოდა. საღინაძის ბრწყინვალე თამაშმა უყურადღებოდ არ ჩაიარა. "ლიონის" ქართველი ლეგიონერის პერფორმანსმა, ფრანგული რაგბის ლეგენდა - სებასტიენ შაბალი აღაფრთოვანა.

სხვა სტატიები