Belive

საფრანგეთს გამარჯვება ძვირად დაუჯდა - დუპონმა მძიმე ტრავმა მიიღო

1 დღის წინ რაგბი
1 წთ

2025 წლის 6 ერის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში, ირლანდიისა და საფრანგეთის დაპირისპირება შედგა. დუბლინში, "ავივაზე" გამართული სარაგბო დრამა მასპინძლების მარცხით, 27:42 დასრულდა.

პრინციპულ მატჩში მოპოვებული გამარჯვებით, საფრანგეთი სატურნირო ცხრილში გალიდერდა და ახლა 6 ერის მოგების მთავარი ფავორიტია, მაგრამ "ლე ბლეს" გამარჯვება ძვირად დაუჯდა - ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ანტუან დუპონმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგება.

Planet Rugby-ს გავრცელებული ინფორმაციით, ანტუან დუპონი მოედანზე დაბრუნებას მინიმუმ 6-8 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

6 ერის ფინალური ტური 15 მარტს გაიმართება:

  • 18:15 | იტალია Vs. ირლანდია

  • 20:45 | უელსი Vs. ინგლისი

  • 23:55 | საფრანგეთი Vs. შოტლანდია

სხვა სტატიები