Belive

6 ერი | სტადიო ოლიმპიკოზე იტალიური რაგბის ისტორია დაიწერა

4 საათის წინ რაგბი
1 წთ

იტალიური რაგბის უწყვეტმა პროგრესმა შედეგი გამოიღო - ისტორიაში პირველად, იტალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 6 ერზე ინგლისი დაამარცხა.

სტადიო ოლიმპიკოზე რამდენიმე წუთის წინ დასრულებული დრამატული დაპირისპირება მასპინძლების გამარჯვებით, 23:18 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც იტალიამ ინგლისის დამარცხება შეძლო.

იტალიას სდატიო ოლიმპიკოზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვებით, 1.28 სარეიტინგო ქულა დაეწერება და მსოფლიო რაგბის კლასიფიკაციაში კვლავ მე-10 პოზიციაზე დარჩება, მაგრამ მერვეადგილოსან ავსტრალიასთან ჩამორჩენა 0.44 ქულამდე შემცირდება. იტალიას მერვე ადგილის დაკავების შანსი 6 ერის ბოლო ტურში უელსთან გასამართ მატჩში ექნება.

სხვა სტატიები