Belive

საბა აბულაშვილი მსოფლიო რაგბის ალაფის ფინალს იმსაჯებს

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

30 ივლისს, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის ფინალს, რომლის გამარჯვებულიც მომავალ წელს მსოფლიო თასზე აღზევდება, ქართველი რეფერი - საბა აბულაშვილი იმსაჯებს.

კენიაში მიმდინარე ალაფის ფინალში ესპანეთი და ურუგვაი გავიდნენ. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ორივე მათგანმა ფავორიტად მიჩნეული გუნდი დაამარცხა – ესპანეთმა სამოას 28:10 მოუგო, ხოლო ურუგვაიმ შოტლანდიას 37:26 სძლია და ალაფაზე თამაში ერთი წლით გაუხანგრძლივა. ფინალური შეხვედრა 30 ივლისს, საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.

 

ძალიან საინტერესო ტურნირი გამოვიდა. ურუგვაი და ესპანეთი პირველად არიან ალაფის ფინალში და შესაბამისად, გამარჯვებული გაისად ჩემპიონატის დებიუტანტი იქნება. მე ტურნირზე პირველ ტურში, სამოასა და კენიას (34:25) შეხვედრა ვიმსაჯე, რომელიც რთული გამოდგა. ხშირი იყო ჯარიმები, უხეშობები და 5-ჯერ მომიწია ბარათის გამოყენება (ვიდეო-რეფერის გარეშე). ეს თამაში ძალიან კარგად შეფასდა, შემდეგი ორი ტური გვერდითი მსაჯი ვიყავი, ახლა კი ფინალში ვბრუნდები მოედნის მსაჯად. -
ესპანეთი და ურუგვაი თანაბარი დონის გუნდებია და ვფიქრობ დაძაბული და საინტერესო ფინალი იქნება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამოცანას კარგად გავართვა თავი, რათა შემდგომში კიდევ უფრო მაღალი დონის დანიშვნები მივიღო. - საბა აბულაშვილი

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები