Belive

Rugbyrama: "ვასკა ლობჟანიძე ტულონს სამედიცინო ჯოკერის სტატუსით შეუერთდება..."

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

ცნობილი სარაგბო გამოცემა "rugbyrama"-ს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 9 ნომერი - ვასკა ლობჟანიძე, სამეციდინო ჯოკერის სტატუსით კარიერას "ტულონში" გააგრძელებს.

27 წლის ქართველი მორაგბე 2016 წლიდან "ბრივის" ღირსებას იცავს, თუმცა საფრანგეთის ნაკრებისა და "ტულონის" 9 ნომერმა - ბაპტისტს სერინმა, ჩემპიონთა თასზე "ექსტერთან" მატჩის მიმდინარეობისას ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და საოპერაციოა, რის გამოც სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

"ტულონის" მესვეურებმა კი სერინის მთავარ შემცვლელად ვასკა ლობჟანიძე მოიაზრეს და სავარაუდოდ, წლის ბოლოს ქართველი 9 ნომერი კარიერას ევროპული რაგბის ერთ-ერთ მთავარ გრანდში "ტულონში" გააგრძელებს.

"rugbyrama"-ს ინფორმაციით, სერინის ტრავმის შესახებ "ტულონის" მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგი 9 ნომერის არყოფნა კლუბს არ უნდა დაეტყოს, ამის გამო კი გუნდში ახალი, ძლიერი 9 ნომერი უნდა მოვიდეს, რომელსაც ტოპ 14-ში და ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

ყველაფერი იდეალურად ემთხვევა "ტულონის" მთავარი მწვრთნელის - პიერო მინონის მოსთხოვეს და მის სტანდარტებში ვასკა ლობჟანიძე იდეალურად ჯდება.

შეგახსენებთ, რომ ვასკა ლობჟანიძე "ბრივში" 2016 წლიდან თამაშობს. მან "ბრივთან" ერთად 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, მათ შორის 73 მატჩი ტოპ 14-ში. 27 წლის მორაგბემ ბორჯღალოსანებთან ერთად სამ მსოფლიო ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა და ეროვნულ ნაკრებში 64 კეპი აქვს მოხვეჭილი.

სხვა სტატიები