დაბრუნება 18-თვის შემდეგ | ლუის რის-ზემიტი კვლავ რაგბს ითამაშებს
უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "გლოსტერის" 24 წლის ვარსკვლავმა, ლუის რის-ზემიტმა, ოფიციალურად დაადასტურა, რომ 18-თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ რაგბში ბრუნდება და ამერიკულ ფეხბურთს აღარ ითამაშებს.
He's back! 😮
— BBC Sport (@BBCSport) July 31, 2025
Louis Rees-Zammit is returning to rugby 🏉 pic.twitter.com/LqWbX0Hd7J
24 წლის უნიჭიერესი უელსელი მორაგბე რაგბში ოფიციალურად დაბრუნდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება მისი დაბრუნება.
თავად მორაგბემ რაგბში დაბრუნება სოციალურ ქსელში დაადასტურა და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
„საინტერესო განცხადება უნდა გავაკეთო! გადავწყვიტე, NFL დავტოვო და რაგბიში დავბრუნდე!
ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო, მაგრამ სახლში დაბრუნების დროა. გადავწყვიტე, რომ ეს საუკეთესო დროა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, რათა მომეცეს დრო, რომ მომავალი სეზონისთვის მოვემზადო - მხოლოდ ერთი რამ მაფიქრებს - რაგბიში დაბრუნება და იმის კეთება, რაც საუკეთესოდ გამომდის. ვერ აღვწერ, რამდენად აღფრთოვანებული ვარ.
მალე კიდევ ბევრი სიახლე იქნება - მალე შევხვდებით, რაგბის გულშემატკივრებო“ - ლუის რის-ზემიტი
რის-ზემიტმა თავდაპირველად მარტში კანზას სიტი ჩიფსთან კონტრაქტი გააფორმა, აგვისტოში კი ჯექსონვილ იაგუარსის წინააღმდეგ წინასასეზონო მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ჩიფსის 53 კაციან გუნდში ვერ მოხვდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმა კონტრაქტი, რათა ფართო მიმღების პოზიციაზე ეთამაშა, თუმცა მთელი 2024 წლის სეზონი სავარჯიშო გუნდში გაატარა. NFL-ის თამაშში ვერ მონაწილეობის შემდეგ, რის-ზემიტს კონტაქტი აღარ გაუხანგრძლივეს.
შეგახსენებთ, 24 წლის ლუის რის-ზემიტს უელსის მორაგბეთა ნაკრების კეპი 31 შეხვედრაში აქვს მოხვეჭილი, სადაც 14 ლელოს გატანა შეძლო. რის-ზემიტმა სადებიუტო სანაკრებო ლელო ბორჯღალოსნების წინააღმდეგ გაიტანა, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე კი 3 ლელო გაგვიტანა და "დრაკონების" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.