Belive

ოფიციალურად | ედი ჯონსი იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

იაპონიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 63 წლის ავსტრალიელი სპეციალისტი - ედი ჯონსი გახდა.

ედი საქმიანობას 2024 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება, ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის რაგბის კავშირი ადასტურებს.

ედი ჯონსი იაპონიის ნაკრებში მეორედ დაინიშნა, პირველად იგი "საკურებთან" 2012-2015 წლებში მუშაობდა. სწორედ ედი ჯონსი იყო ის მწვრთნელი, რომელმაც იაპონიას 2015 წლის მსოფლიო თასზე, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ისტორიული მატჩი მოაგებინა.

შეგახსენებთ, რომ ედი ჯონსი ბოლოს ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, თუმცა წარუმატებელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, იგი კლუბიდან დაითხოვეს.

სხვა სტატიები