Belive

RugbyDump: "საქართველო პრობლემებს შექმნის, რათა ყველას დაუმტკიცოს, რომ 6 ერში ასპარეზობა ეკუთვნის"

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ავტორიტეტული სარაგბო პორტალი RugbyDump საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მსოფლიო თასზე, ბორჯღალოსნები პრობლემებს შექმნიან.

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს. RugbyDump-ი ფიჯისა და საქართველოს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და აღნიშნავს, რომ 2023 წელს დაუმარცხებლად მოასპარეზე ფიჯი, C-ჯგუფში სულ უფრო სახიფათო ძალა ხდება, ხოლო პრობლემებს საქართველოც შექმნის, რომელიც შეეცდება, რომ გახმაურებული გამარჯვებები მოიპოვოს, რათა ყველას დაუმტკიცოს, რომ 6 ერში ასპარეზობა ეკუთვნის.

შეგახსენებთ, მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდება. მატჩი 9 სექტემბერს, პარიზში გაიმართება. 

სხვა სტატიები