ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია!
1 თვის წინ
რაგბი
1 წთ
ცხელი ზაფხულის შემდეგ, ნოემბერში ბორჯღალოსნები სამი მაღალი დონის ტესტ-მატჩს გამართავენ.
უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ შემოდგომის სერიას 10 ნოემბერს ახალი ზელანდიის მეორე გუნდთან, ოლ ბლექსი XV-თან რკენით გავხსნით, 17 ნოემბერს იტალიას, ხოლო 24 ნოემბერს ტონგას შევხვდებით.
ნოემბერს მონპელიეში ოლ ბლექსი XV-თან ვიწყებთ, შემდეგ იტალიას ვესტუმრებით, ხოლო 24 ნოემბერს კი შინ ტონგას მივიღებთ.
ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის ნაკრების ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა - რიჩარდ კოკერილმა, საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
ბორჯღალოსნების ტესტები
10 ნოემბერი, მონპელიე - ახალი ზელანდია XV Vs. საქართველო
17 ნოემბერი, გენუა - იტალია Vs. საქართველო
24 ნოემბერი, თბილისი - საქართველო Vs. ტონგა.