Belive

რიჩარდ კოკერილი: "აკაკი ტაბუცაძე ჯონი მეის მაგონებს"

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

სიტყვა "ნორმალური" არის ის სიტყვა, რომელიც ყველაზე ნაკლებდ გამოიყენება ინგლისელი ყოფილი მორაგბის, ჯონი მეის აღსაწერად. თუმცა, საქართველოს მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის თქმით, მეის თავისუფალი სული ბორჯღალოსნების გარემარბის, აკაკი ტაბუცაძეშიც ცხოვრობს. გარემარბების საუკეთესო ტრადიციების გაგრძელებით, ტაბუცაძეს არ ადარდებს ხალხისგან გამორჩეულობა და კოკერილი მასსა და ჯონი მეის შორის მსგავსებას ხედავს.

აკა ფინიშიერია, ჯონი მეის მახსენებს, წარმოდგენა არ გაქვს რას აპირებს, მაგრამ ლელოს ხაზისკენ მაინც მიიწევს. ისინი ტიპური გარემარბები არიან, მათ აქვთ ინსტინქტები, რომლითაც მხოლოდ ამ პოზიციის ბიჭები იბადებიან და ხშირად ამოუცნობ გადაწყვეტილებებს იღებენ, ამიტომ ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. - რიჩარდ კოკერილი აკა ტაბუცაძეზე

ტაბუცაძემ, ორი კვირის წინ, რუმინეთთან გამართულ ნახევარფინალში სამი ლელო გაიტანა, ორი შარშან ფინალში პორტუგალიასთან, 38-11 მოგებისას, ერთი კი ასევე პორტუგალიასთან 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდებს შორის ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (18-18).

ნინი ხარისხიანი მოთამაშეა, წარმოუდგენლად ნიჭიერი. ჩემს დროში რამდენიმე ძალიან კარგი გარემარბი ვნახე. ბიჭისთვის, რომელიც 21-22 წლისაა, ვერ მოვიფიქრებ ბევრ ევროპულ გუნდს, რომელშიც ის ვერ ითამაშებს. ის განსაკუთრებულია. ჩვენ გვყავს ორი შესანიშნავი ფლანგელი, ერთ ფრთაზე ნინი და მეორე ფლანგზე აკა, ისინი ორივე ძალიან კარგები არიან - განაცხადა რიჩარდ კოკერილმა

აკაკი ტაბუცაძეს ნაკრებში 35 ლელო აქვს დადებული და ამისთვის მას 39 შეხვედრა დაჭირდა. მისი ლელოების იმედი ახლაც გვაქვს, როცა 2024 წლის რაგბი ევროპის ფინალში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩი კვირას, პარიზში, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები