Midi Olympique | დავით ნინიაშვილი მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საფრანგეთის ელიტური სარაგბო ჩემპიონატის, Top 14-ის მეორე ტურში, "ლიონისა" და "ბორდოს" დაპირისპირება შედგა. სანახაობრივი და დრამატული მატჩი, რომელშიც ორმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა, მასპინძლების გამარჯვებით, 28:26 დასრულდა.
"ლიონის" რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა, რომლებიც მოედანზე გამორჩეულები იყვნენ და გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდეს. ბექა საღინაძემ მატჩში ლელოს გატანა შეძლო - დავით ნინიაშვილი კი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
Midi Olympique-ს საუკეთესო XV
15. ნინიაშვილი ("ლიონი"), 14. არუნდელი ("რასინგი"), 13. ფიკუ ("რასინგი"), 12. ვინსენტი ("მონპელიე"), 11. ლუკი ("პო"), 10. მიოტი ("მონპელიე"), 9. კუილო ("ლიონი"), 8. მაკალუ ("სტად ფრანსე"), 7. უილისი ("ტულუზი"), 6. ნუჩი ("მონპელიე"), 5. პიკეტე ("პო"), 4. ბრენანი ("ტულუზი"), 3. სინკლერი ("ტულონი"), 2. პეირესბლანი ("სტად ფრანსე"), 1. ვუნიპოლა ("ვანი").
𝐉𝐮𝐬𝐪𝐮’𝐚𝐮 𝐛𝐨𝐮𝐭 𝐝𝐮 𝐬𝐮𝐬𝐩𝐞𝐧𝐬 !
— LOU Rugby (@LeLOURugby) September 14, 2024
Nos Rouge & Noir arrachent la victoire sur la sirène (28-26), grâce à une superbe pénalité en coin de Léo Berdeu. Le LOU Rugby prend provisoirement la tête du TOP 14 ! 💪🏻#LaForceDuLou#LaMeute pic.twitter.com/8Uv3llR60W
შეგახსენებთ, Top 14-ის საწყის ორ ტურში "ლიონმა" 2 გამარჯვება მოიპოვა და 8 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება.