Belive

რასინგ 92 ბექა გორგაძის ტრანსფერით ინტერესდება

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

"რასინგ 92" გაძლიერებას გეგმავს და ბექა გორგაძის ტრანსფერით აქტიურად ინტერესდება. აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული ფრანგული მედია საშუალება Midi Olympique ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, პარიზული კლუბი ჯორდან ჯოზეფის შემცვლელს ეძებს და ბექა გორგაძეს იდეალურ კანდიდატად განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი განხორციელდა, გორგაძე გურამ გოგიჩაშვილისა და გია ხარაიშვილის თანაგუნდელი გახდება. ასევე, "რასინგ 92"-ის ესპუარებში კიდევ ერთი ქართველი, ვლადი აშვეთია ასპარეზობს.

ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე Top 14-ში 2018 წლიდან ასპარეზობს. 2018-21 წლებში, ქართველი მესამეხაზელი "ბორდოს" ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც "პოს" შეუერთდა. გორგაძე "პოს" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და კლუბის კაპიტანია.

სხვა სტატიები