გორგაძე და ბერია Top 14-ის მე-4 ტურის სიმბოლურ გუნდში დასახელდნენ
საფრანგეთის Top 14-ის მე-4 ტურში არაერთი საინტერესო დაპირისპირება გაიმართა, სადაც ქართველმა ლეგიონერებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი.
ქართველი მორაგბეების ბრწყინვალე თამაშს უყურადღებოდ არ ჩაუვლია - ბექა გორგაძე და გიორგი ბერია Top 14-ის მე-4 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ. გორგაძემ, რომელიც "პოს" კაპიტანია მოედანზე 80 წუთი გაატარა, გაიტანა ლელო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გიორგი ბერიამაც, რომელმაც "პერპინიანის" კვართით 67 წუთი ითამაშა, 9 ბოჭვა შეასრულა და ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მე-4 ტურის სიმბოლური გუნდი
15. ბილ-ბიარი ("ბორდო"), 14. ჯოზეფი ("პერპინიანი"), 13. მაქალა ("ბაიონა"), 12. იანსე ვან რენსბურგი ( "ბორდო"), 11. იოანე ("ლიონი"), 10. სიმონდსი ("პო"), 9. სერინი ("ტულონი"), 8. გორგაძე ("პო"), 7. ოლივონი ("ტულონი"), 6. ჰებელ-კუფნერი ("ბაიონა"), 5. გილარი ("ლიონი"), 4. ლავაუ ("ლა როშელი"), 3. სინკლერი ("ტულონი"), 2. ბოში ("ბაიონა"), 1. ბერია ("პერპინიანი").