Belive

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მსაჯი "ონლაინ ტროლების" დასჯას ითხოვს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

უეინ ბარნსი, რომელმაც რაგბის მსოფლიო თასის ფინალში მსაჯობის შემდეგ, პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა ამბობს, რომ "ონლაინ ტროლები" სამარცხვინოდ უნდა ჩაითვალოს და შეიქმნას კანონმდებლობა, რომელიც სოციალურ მედიას მისცემს საშუალებას, გაუმკლავდეს უკვე დიდი ხნის პრობლემას.

გამოცდილ მსაჯზე შეტევა ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას შორის ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაიწყო, უეინ ბარნსმა მატჩის 27-ე წუთზე მოედნიდან ზელანდიელთა კაპიტანი სემ კეინი გააძევა, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმასა, რომ მსაჯს სოციალურ მედიაში "შტურმი" მოუწყვეს.

როდესაც ადამიანები შენს ცოლსა და შვილებს ემუქრებიან, ისინი აუცილებლად უნდა დაისაჯონ. სექსუალური ხასიათის მუქარა და იმის მინიშნება, რომ იციან სადაც ვცხოვრობ, ყველანაირ ზღვარს სცდება. სოციალური მედია უარესდება და ეს სამწუხაროა სპორტში ჩართული ყველა ადამიანისთვის. მე ყოველთვის ვიბრძოდი და გავაგრძელებ ბრძოლას იმ მანკიერი შემთხვევების წინააღმდეგ, რასაც ოჯახის მიმართ მუქარა გულისხმობს. - უეინ ბარნსი

ბარნსმა გასული წლის მატჩში მოედნიდან საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის მოთამაშეებიც გააძევა, მსაჯი ამბობს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ მასზე წამოსულმა "ბულინგმა" განაპირობა, რომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება ნაადრევად მიეღო.

სხვა სტატიები