ზელანდიამ ავსტრალია ბლედისლოუს თასისთვის ბრძოლაში დაამარცხა
2 თვის წინ
რაგბი
1 წთ
რაგბი ჩემპიონშიპის ბოლო, მე-6 ტურის შეხვედრაში, ახალმა ზელანდიამ ავსტრალია 33:13 დაამარცხა. აღნიშნულ ნაკრებებს შორის ბლედისლოუს თასიც გათამაშდა და ამგვარად ჯილდო გამარჯვებულს დარჩა. ახალი ზელდანდია მეტოქეს პირველ 16 წუთში ჩამორჩა, ხოლო შემდეგ მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა და პირველი ტაიმი 19:13 მოიგო, ხოლო მეორე 14:0.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისტორიულ და პრინციპულ დაპირისპირებას ნიკა ამაშუკელი უძღვებოდა.
A win in Wellington 😎#AllBlacks pic.twitter.com/ihYHlLPQ8m
— All Blacks (@AllBlacks) September 28, 2024
დღეს კიდევ გაიმართება რაგბი ჩემპიონშიპის მეორე დასკნითი შეხვედრა, სადაც ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. 19:00 საათზე არგენტინა სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.
სატურნირო ცხრილში კი ასეთი ვითარებაა:
სამხრეთ აფრიკა - 19*
ახალი ზელანდია - 16
არგენტინა - 14*
ავსტრალია - 5