Belive

რაგბი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში 5 ქართველი მორაგბე მოხვდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში, "ბორჯღალოსნებმა" პორტუგალია 38:11 დაამარცხეს.

რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელშიც 5 ქართველი მორაგბე მოხვდა.



საუკეთესო თხუთმეტეულში შალვა მამუკაშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე და აკაკი ტაბუცაძე მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი საქართველოსა და პორტუგალიას (5) ჰყავთ. საუკეთესოთა შორის რუმინელი (3) და ესპანელი (2) მორაგბეებიც მოხვდნენ.

რამდენად სამართლიანადაა შედგენილი და რატომ მოხვდა იგივე რაოდენობის პორტუგალიელი ან თუნდაც 3 რუმინელი მორაგბე, განსაკუთრებით იმ პოზიციებზე, რომლებზეც ქართველები აშკარად დომინირებდნენ, ამის განსჯა ჩვენი მკითხველისთვის მიგვინდვია - საქართველომ კი კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკონკურენტო ლიდერია, რომელმაც ტურნირი ზედიზედ მეექვსედ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოიგო.

სხვა სტატიები