Belive

"უკანასკნელ დეტალებს ვათანხმებთ" - ტყემალაძე ბორჯღალოსნების მომავალ მწვრთნელზე

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა - იოსებ ტყემალაძემ, "ბორჯღალოსნების" მომავალი მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რიჩარდ კოკერილთან მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.

რაგბი TV-ის პოპულარულ პოდკასტში "ჯენტლმენების თამაში" სტუმრობისას, იოსებ ტყემალაძემ იმ უპირატესობებს გაუსვა ხაზი, რომელიც ინგლისელ სპეციალისტს გააჩნია. ტყემალაძემ ასევე აღნიშნა, რომ კოკერილთან პრაქტიკულად საბოლოო დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 2020 წლიდან საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ლევან მაისაშვილი იკავებს. 2021 წლიდან, მაისაშვილი "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელიცაა. 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ, მაისაშვილმა ნაკრებისა და ფრენჩაიზის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ახალი მენეჯერი შერჩევამდე, ნაკრებსა და ფრენჩაიზს კვლავ მაისაშვილი წვრთნის.

რაც შეეხება რიჩარდ კოკერილს 52 წლის სპეციალისტს სამწვრთნელო გამოცდილება, როგორც სანაკრებო - ასევე საკლუბო რაგბიში გააჩნია. 6 თვის განმავლობაში კოკერილი ინგლისის მორაგბეთა ნაკრების დროებითი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, უკანასკნელად კი "მონპელიეს" წვრთნიდა. აღსანიშნავია, რომ კოკერილის სამწვრთნელო კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი "ედინბურგს" უკავშირდება.

სხვა სტატიები