რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარიას მოუგო
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 18-წლამდელთა შორის რაგბის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.
დღეს, ტურნირის 1/4-ფინალში, საქართველოს ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდა და 86:10 იმარჯვა. უმცროსმა ,,ბორჯღალოსნებმა'' შეხვედრის პირველი ნახევარი 33:7 მოიგეს.
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ნიდერლანდები იქნება, რომელმაც ბელგია 34:6 დაამარცხა. 1/2-ფინალური მატჩი 14 ნოემბერსაა ჩანიშნული.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ტურნირის 4-გზის ჩემპიონია. ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ 4-ჯერ მოიგო.