Belive

ფიჯი ბორჯღალოსნების წინააღმდეგ დაირაზმა

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

5 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩს ფიჯის წინააღმდეგ გამართავს. პრინციპული დაპირისპირებისთვის, ფიჯის მორაგბეთა ნაკრების სამატჩო რაზმი გახდა ცნობილი.

"ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ "მფრინავი ფიჯელების" რაზმში 5 დებიუტანტი იქნება. კუნძულელებს ლევანი ბოტია და ჯოშუა ტუისოვა ვერ დაეხმარებიან.

ფიჯის შემადგენლობა

ხაზი: 15. ილაისა დროასესე, 14. ჯიუტა ვაინიქოლო, 13. ვაისეა ნაიაქალევუ (C), 12. ინია ტაბუავუ*, 11. პენიასი დაკუვაქა*, 10. ვილიმონი ბოტიტუ, 9. ფრენკ ლომანი.

შერკინება: 8. ვილიამე მატა, 7. კიტიოსე სალავა*, 6. ლეკიმა ტაგიტაგივალუ, 5. ტემო მაიანავანუა, 4. ისოა ნასილასილა, 3. მესაკე დოჯი, 2. ტევიტა იკანივერე, 1. ერონი მავი.

მარქაფა: 16. ზურიელ ტოგიატამა, 17. ჰერეიტი ჰეტე, 18. პენი რავაი, 19. ალბერტ ტუისუე, 20. რატუ მელი დერენალაგი, 21. ელია კანაკაივატა*, 22. სიმიონე კურუვოლი, 23. ისაია არმსტრონგ-რავულა*.

შეგახსენებთ, ეს იქნება "ბორჯღალოსნებისა" და "მფრინავი ფიჯელების" მე-8 დაპირისპირება, საიდანაც 5 შეხვედრაში ფიჯელებმა გაიმარჯვეს, 1 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 1 დაპირისპირებაში "ბორჯღალოსნებმა" იმარჯვეს.

სხვა სტატიები