Belive

რაგბი ევროპა | რიჩარდ კოკერილმა ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

8 თვის წინ რაგბი
2 წთ

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირება შედგება. ფინალური მატჩი, 17 მარტს, 23:55 საათზე, პარიზში გაიმართება.

პრინციპული დაპირისპირების წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რიჩარდ კოკერილმა, ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ რაზმში 1 დებიუტანტია - კოკერილმა გიორგი შველიძე გამოიძახა, რომელიც ვეტერანი ბორჯღალოსნის, გოდერძი შველიძის შვილია.

ბორჯღალოსნების გაფართოებული რაზმი

შერკინება: გიორგი ახალაძე (ბეზიე), დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), ბექა გიგაშვილი (ტულონი); გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი); თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).

ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), ვასილ ლობჟანიძე (ტულონი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), გიორგი შველიძე (ბრივი); ლუკა ხორბალაძე (ლიონი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

სხვა სტატიები