Belive

რაგბი ჩემპიონშიპი | სამხრეთ აფრიკამ ავსტრალია კვლავ დაამარცხა

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

4 ერის (რაგბი ჩემპიონშიპი) მეორე ტურის მატჩში, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება შედგა. სიდნეიში გამართულ მატჩში, "ბოკემ" "ვოლაბები" კვლავ დაამარცხა (12:30) და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.

ავსტრალიამ მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ბრძოლაში ყოფნა მხოლოდ 63-ე წუთამდე შეძლო, რა დროსაც ტაბლოზე მინიმალური სხვაობა (12:16) ფიქსირდებოდა, თუმცა დასკვნით მონაკვეთში 2 ლელო გაუშვა და საბოლოოდ 12:30 დამარცხდა.

განვლილი 2 ტურის შემდეგ, სამხრეთ აფრიკა 10 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე პოზიციაზე ახალი ზელანდია იმყოფება, რომელიც პირველ ტურში არგენტინასთან მოულოდნელად დამარცხდა. 31 აგვისტოსა და 7 სექტემბერს სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირებები შედგება და აღნიშნულ მატჩებში დაფიქსირებული შედეგი, დიდი ალბათობით ჩემპიონის ბედს განსაზღვრავს.

სხვა სტატიები