4 ერი | ნიკა ამაშუკელი ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის მატჩს გაუძღვება
2 თვის წინ
რაგბი
1 წთ
ნიკა ამაშუკელი სარაგბო სიმაღლეების დაპყრობას განაგრძობს - 13 სექტემბერს, ქართველი არბიტრი მორიგ სარაგბო კლასიკაზე იმუშავებს და ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის მატჩს გაუძღვება.
4 ერის მე-4 ტურში, ახალი ზელანდია პრინციპულ მეტოქეს ველინგტონში უმასპინძლებს და წლევანდელ გათამაშებაში მეორედ შეეცდება სამხრეთ აფრიკის დამარცხებას, ნიკა ამაშუკელი კი აღნიშნულ მატჩზე მთავარ მსაჯად იმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ ტურში ამაშუკელი კიდის არბიტრი იყო. ასევე, მე-5 ტურში არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის მატჩზეც კიდის არბიტრის რანგში იმუშავებს.