Belive

რა ხდებოდა ბორჯღალოსნების გასახდელში მატჩამდე და მატჩის შემდეგ?!

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის პირველი ტურის შეხვედრაში, ავსტრალიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. პარიზში, "სტად დე ფრანსზე" გამართული მატჩი ბორჯღალოსნებმა მძიმედ დაიწყეს - დისციპლინარულ გადაცდომებთან ერთად, რამდენიმე დასანანი შეცდომაც დაუშვეს და მეტოქეს სოლიდური უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა მისცეს.

ავსტრალიისა და საქართველოს მატჩის პირველი ტაიმი "ვოლაბების" გამარჯვებით 21:3 დასრულდა. ბორჯღალოსნები მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და საწყის 15 წუთიან მონაკვეთში, ავსტრალიას დიდი თავისტკივილი გაუჩინეს. მეორე ტაიმი ასევე ავსტრალიის გამარჯვებით 14:12 დასრულდა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 35:15 დაფიქსირდა.

ბორჯღალოსნების ოფიციალურ Facebook გვერდზე ვიდეო განთავსდა, თუ რა ხდებოდა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გასახდელში ავსტრალიასთან მატჩამდე და მატჩის შემდეგ. 

შეგახსენებთ, რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრაში, საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირება შედგება. მატჩი 23 სექტემბერს, ტულუზაში გაიმართება.

 

სხვა სტატიები