Belive

მორიგი ქართველი საფრანგეთში - გიორგი ხაინდრავა კარიერას ბორდოში გააგრძელებს

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს U20 მორაგბეთა ნაკრების წევრი, 19 წლის გიორგი ხაინდრავა კარიერას "ბორდოში" გააგრძელებს.

19 წლის მორაგბე 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების გამორჩეული წევრი იყო. მან ხუთივე მატჩი სრულად ითამაშა და 1 ლელოს დადება შეძლო.

გიორგი ხაინდრავა თბილისური კლუბის "ლელოს" აღზრდილია და სწორედ ეს კლუბი ისარგებლებს ტრანსფერიდან.

ქართველ მორაგბესა და ფრანგულ კლუბს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ხაინდრავა თავდაპირველად ფრანგული კლუბის ესპუარებში ითამაშებს, შემდეგ კი მთავარ კლუბში დაწინაურების შესაძლებლობა ექნება.

სხვა სტატიები