Belive

"ყოველმხრივ სრულყოფილი არბიტრი" - The Telegraph ამაშუკელზე

11 თვის წინ რაგბი
1 წთ

საუკეთესო ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე იმსაჯებს. ნიკა ამაშუკელი გახდა Tier 2 ქვეყნის პირველი წარმომადგენელი, რომელიც რაგბის მსოფლიო თასის მატჩებს გაუძღვება.

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე წარდგენილი არბიტრების შესახებ, ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა - The Telegraph ვრცელ სტატიას ქვეყნებს, სადაც ნიკა ამაშუკელს განსაკუთრებულ ადგილს უთმობს.

"ნიკა ამაშუკელი ისტორიას დაწერს და გახდება პირველი ქართველი, რომელიც რაგბის მსოფლიო თასის მატჩებს გაუძღვება. ამაშუკელი ყოველმხრივ სრულყოფილი არბიტრია. მისი მსგავსი კომუნიკაციის უნარი და ემპათია არავის გააჩნია", - The Telegraph.

შეგახსენებთ, მსოფლიო რაგბიმ 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, 12 არბიტრი დაამტკიცა: ნიკა ამაშუკელი (საქართველო), უეინ ბარნსი (ინგლისი), ნიკ ბერი (ავსტრალია), ენდრიუ ბრეისი (ირლანდია), მეთიუ ქარლი (ინგლისი), კარლ დიქსონი (ინგლისი), ანგუს გარდნერი (ავსტრალია), ბენ ო'კიფი (ახალი ზელანდია), ლუკ პირსი (ინგლისი), იაკო პეიპერი (სამხრეთ აფრიკა), მეტიუ რეინალი (საფრანგეთი), პოლ უილიამსი (ახალი ზელანდია).

სხვა სტატიები