Belive

"ჭეშმარიტად შთამბეჭდავი" - ნიკა ამაშუკელმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, საუკეთესო ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი მორიგ მატჩს გაუძღვა და ამჯერადაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. 

ინგლისისა და იაპონიის შეხვედრაში, რომელიც "ვარდების" გამარჯვებით 34:12 დასრულდა, ნიკა ამაშუკელმა ყველა ის უნარი გამოავლინა, რომლითაც უმაღლესი კატეგორიის არბიტრი უნდა გამოირჩეოდეს და სრულიად დამსახურებულად, საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

ნიკა ამაშუკელის მაღალი დონის მატჩი უყურადღებოდ არც ავტორიტეტულმა სარაგბო პორტალმა Planet Rugby-მ დატოვა, რომელმაც ამაშუკელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. 

გეტყვით, ვინ ატარებს ხარისხიან მატჩს (ჭეშმარიტად შთამბეჭდავს). არბიტრი - ნიკა ამაშუკელი.
-

შეგახსენებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე, ნიკა ამაშუკელი კიდევ 4 მატჩზე იმუშავებს. 

22 სექტემბერი - არგენტინა Vs. სამოა (პირველი ასისტენტი)

24 სექტემბერი - შოტლანდია Vs. ტონგა (პირველი ასისტენტი)

1 ოქტომბერი - ავსტრალია Vs. პორტუგალია (მთავარი მსაჯი)

7 ოქტომბერი - ინგლისი Vs. სამოა (პირველი ასისტენტი)

სხვა სტატიები